0
ხანდახან ღმერთიც იქცევა ცუდად, ხანდახან უნდა უბრალოდ გწამდეს, რომ ყველაფერი რაც აქ დასრულდა სადღაც გრძელდება უკუნისამდე. არ გავჩენილვარ კერპად თუ გმირად, გულთა და სულთა სასმენად მშობეს, და ხშირად ვწერდი სხვების მაგივრად, სხვების ტკივილებს, დარდებს და გრძნობებს. მიყვარდა, მძულდა, ვიმკე და ვთესე, ვიგემე სიტკბოც, სიმწარეც, მტვერიც... "ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა"... სხვა არაფერი. დ.სულთანიშვილი
0