პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია-თალაკვაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143141 ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით ემუქრება-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია. მისივე განმარტებით, ამას ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს. "ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით ემუქრება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან "ქართული ოცნება" არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს",-განაცხადა თალაკვაძემ.