13 votes
0 comments
0 shares
Save
97 views
Luka Khatridze
Tbilisi · 6 months ago

ვინ როგორ უიქენდს ატარებთ? ✨

#goodplaces #opinion King David Residences
Luka Khatridze
Tbilisi · 6 months ago
Similar Posts
Qeti Metreveli
Tbilisi · 7 months ago
საღამომშვიდობის, აბა ვინ როგორ ატარებთ კვირა საღამოს? მე გადავწყვიტე, ახალი წლის განწყობა შემექმნაა და მეგობრებთან ერთად ფაბრიკაში ცოტა სასმელი მოვწრუპეთ... თან ისეაა მორთული ხეები, განათებაც ისეთი ლამაზია, სიცივეც ვერ ვიგრძენით ალკოჰოლმა თავისი ქნა 😍🍷 #friends #dive #fabrika #wine #goodplaces Fabrika Tbilisi
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
ადოლფ ჰიტლერი და ხელოვნება
იქამდე სანამ მეოცე საუკუნეს სისხლიან კვალს დაატყობდა ადოლფ ჰიტლერი მხატვრობით იყო გატაცებული,მას უნდოდა,რომ ხელოვანი გამოსულიყო,დღემდე მისი არაერთი ნამუშევარია შემორჩენილი,მას შეეძლო დიდი წარატებისთვის მიეღწია,ეხატა პეიზაჟები,ნატურმორტები,ის ირჩევდა გზას,რომელიც ითვალისწინებდა,რომ დიდი გზა უნდა გაევლო წარმატებამდე,ის თანახმა იყო ამ ყველაფერზე,თანახმა იყო რომ პურის ფული საფოსტო მარკის და ღია ბარათების შექმნით ეშოვა,თუმცა მისი ცხოვრება ისე არ წავიდა როგორც წარმოედგინდა,იგი ვენის ხელოვნების აკადემიაში არ მიიღეს,უფრო მეტიც,მისი ნამუშევრები უინტერესოდ მიიჩნიეს,მათ მხოლოდ არქიტექტურული ნამუშევრები მოეწონათ და შესთავაზეს მას რომ არქიტექტურა გაეგრძელებინა,მან ამის შემდეგ კიდევ სცადა ბედი აკადემიაში,თუმცა უშედეგოდ მას მხოლოდ არქიტექტურას სთავაზობდნენ,თუმცა ადოლფი თვლიდა,რომ არქიტექტურა მისი საქმე ნაკლებად იყო,ვინ იცის,როგორ წარიმართებოდა დიდი დიქტატორის ბედი იგი აკადემიაში რომ მიეღოთ,თუმცა ისტორიის შეცვლა შეუძლებელია,მჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ათეული წლის შემდეგ ვათვალიეროთ ადოლფის ტილოები და გაგვიჩნდეს კითხვა თუ როგორ შეიძლება ამდენი ბოროტების ჩამდენი,ასეთი ნამუშევრების შემქმნელი იყოს. წიგნში, "ჩემი ბრძოლა", ჰიტლერი წერდა, რომ დღეში საშუალოდ სამ ნახატს მაინც ხატავდა. მის შემოქმედებაში მრავალფეროვნება იგრძნობა,ყვავილები,პეიზაჟები... თუმცა მთავარი მაინც შენობებია,მისი შექმნილი ღია ბარათები ტურისტებში პოპულარობით გამოირჩევა. თუმცა,მას ადამიანების ხატვა არ ეხერხებოდა,ან შეიძლება უბრალოდ არც სურდა,შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი,რომ აკადემიაში ვერ ჩაირიცხა. და მთავარსარდლების უმეტესობა ძალიან კარგად იცნობდა ხელოვნებას,ან თავად იყვნენ ხელოვანნი,უმეტესი მათგანი კი ჰიტლერის მსგავსად დაუფასებელნი დარჩნენ. „დიდ გერმანულ მხატვრულ გამოფენაზე“ ფიურერი ეპოქალური სიტყვით გამოვიდა: „კუბიზმს, დადაიზმს, ფუტურიზმს, იმპრესიონიზმსა და ამათ მსგავს სხვა არცერთ მიმდინარეობას გერმანულ ხალხთან საერთო არაფერი აქვს… ისინი მხოლოდ ხელოვნურად შემოქმედი ხალხია, რომლებსაც ღმერთმა არ მისცა ხატვის ნამდვილი ნიჭი და მხოლოდ ტყუილით და ლაპარაკით დააჯილდოვა ისინი… მათთვის ჩვენი ერის წარმომადგენლები დეგენერატული კრეტინები არიან, მდელოები მათთან ლურჯია, ცა-მწვანე, ღრუბლები ნაცრისფერ-ყვითელი და ა.შ… ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან ეგრეთ წოდებული „მხატვრები“ გარემოებას მართლა ასე უჩვეულოდ ხედავენ და სჯერათ, რომ ისინი სწორად ასახავენ მსოფლიოს, მაშინ უნდა გაირკვეს, მათი მხედველობის დეფექტები მექანიკური, თუ გენეტიკური დაზიანებაა. პირველ შემთხვევაში ჩვენ მათ ვუზიარებთ, მეორე შემთხვევაში კი ეს მნიშვნელოვანია იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, უნდა მიხედონ ამ საქმეს, რათა თავი აარიდონ ასეთი საშინელი მხედველობის დეფექტების გენეტიკას. შესაძლებელია ისიც, რომ ამ პირებს თავად არ სჯერათ საკუთარი „გრძნობებისა“ და „ხილვების“, მაგრამ ცდილობენ, ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერი დაცინვით შურაცხყონ. ასეთი ქმედებები კი სისხლის სამართლის საქმეს მიეკუთვნება… ამიერიდან ჩვენ დაუნდობელ ბრძოლას გავმართავთ მათში კულტურული ელემენტების გასანადგურებლად.“ #art #photo #events #opinion #funny #crypto #business #design #food #sport #news #politics #religion #gaming #goodplaces
+4
Nino Kakulia
Poti · 3 months ago
აქ მოხუცების ადგილი არ არის ( ჩემი შეფასება)
ფილმი იწყება შერიფის სიტყვებით და მთავრდება მისივე ეპილოგით, რაც კიდევ ერთხელ გვიხსნის, რომ ფილმის მთავარი გმირი არის შერიფი (ასაკიანი კაცი, რომლისთვისაც ადგილი ამ ქვეყანაზე უკვე არ არის). სიზმარში ორ სიზმარს ყვება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია რაღა თქმა უნდა მთელს ფილმთან და იდეასთან, რომელიც ფილმში არის ჩადებული. მთელი ფილმი სავსეა სიმბოლიზმით და მეტაფორებით, აქედან გამომდინარე მე მგონი სიზმრის მოყოლით ფილმის დასასრულის გაკეთება კიდევ ერთი გენიალური აზრი იყო. პირველი სიზმარში შერიფი მისთვის მინდობილ ფულს კარგავს, ამას იმით ავხსნი, რომ მან დაკარგა შეგურის საქმეზე კონტროლი და საბოლოო ჯამში "დამარცხდა", მაგრამ არის მეორეც რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფული რომელსაც ეშმაკი იყენებს ხალხის სიხარბის გასაღვივებლად შერიფს არ აინტერესებდა თავიდანვე. დავაკვირდეთ ახლანდელ ცხოვრებას, ფულის მიმართ სიხარბე თუ არ გამოძრავებს ბევრი სამსახურიდან,ბიზნესიდან წასვლა მოგიწევს. ფულის გულისთვის ადამიანები ყოველ დღე ერთმანეთს ხოცავენ და ეს უკვე სახელმწიფოების დონეზე ხდება. ანუ თანამედროვე ცხოვრება მოხუც (ძველებურად მოაზროვნე) ხალხს არ ინდობს და მათი ადგილი ამ ქვეყანაზე არ არის. ამიტომაც არის რომ შერიფი პენსიაზე მიდის და სამსახურს, რომელიც მისი ბაბუისგან და მამისგან მოსდევს თავს ანებებს, საინტერესოა ისიც რომ მისი საქმის გამგრძელებელი მისი შვილიც არ იქნება. მეორე სიზმარი კი საერთოდ ფილმის ფინალია ანუ მთელ ფილმს თავს უყრის. აზრი კი მე მგონი ასეთია, მარტო მსოფლიოს უკვე ვერ შეცვლი, წავიდა ის ძველი დრო როდესაც რომანტიული გმირები თავიანთი გმირობით მაგალითს იძლეოდნენ და ერთგვარი მორალური სტანდარტების ფორმირებას ახდენდნენ. სწორედ ამას ამბობს შერიფი რაც მოსახდენია მაინც მხდება და ჯობია გაერიდო, სამწუხაროდ თანამედროვე ცხოვრება ასეა და კიდევ უფრო ეგოისტური მომავალი გველოდება. ბოლოს კი თითქოს მაინც რაღაც საწაულის იმედი აქვს, რომ მამის შუქი რაღაც უკეთეს სამყაროში (სამოთხეში) ჩაახედებს, მაგრამ აქ უცებ ეღვიძება და ფილმიც მთავრდება. შეიძლება ითქვას პესიმისტური ფინალია, მაგრამ ზღაპრეპის კიდევ თუ არ გვჯერა მაშინ სწორედ რომ რეალურია. აწი შერიფი უბრალოდ დაელოდება სიკვდილს, რომელიც აუცილებლად მაინც წინ დახვდება რაც არ უნდა ჰქნას და ყოველივე ამასთან შეხვედრა ყოველგვარი ღმერთის გამოცხადების (დახმარების) გარეშე მოუწევს. ბროლინის გმირს ფული რომ დაეტოვებინა თავის დროზე და სიხარბისგან შორს დამდგარიყო მაშინ ეშმაკი თამაშგარედ რჩებოდა, მაგრამ ეშმაკმა ამაზე იზრუნა და ჩვენი წინა თაობები უკვე იმ დონეზე ჩაითრია თამაშში, რომ აწი ის აწესებს ვინ, სად და როგორ იქნება. როდესაც გამოდის სახლიდან და მანქანით მიემართება უკანა ხედვის სარკეში ორ ბავშვს დაინახავს, რომლებიც იმითაც ბედნიერნი არიან, რომ ველოსიპედებით ერთობიან და ერთმანეთთან კარგ დროს ატარებენ, რაც ეშმაკს არ ესიამოვნება, ამასობაში თითქოსდა სპონტანური ავარია ხდება და ის მძიმედ შავდება, მაგრამ როგორც კი ბავშვების კორუმპირებას შეძლებს და ამის გემოს გაასინჯინებს ის დგება და მიდის, როცა კამათის ხმას გაიგონებს ნელ-ნელა კოჭლობასაც კი მიატოვებს. მოკლედ მანამდე თუ კეთილი იმარჯვებდა უკვე ბოროტი იმარჯვებს და ეს რეალობაა, ყოველ დღე ყველგან ასე ხდება. ბოროტმა ისწავლე კეთილის სისუტეების გამოყენება და მიხვდა იმას, რომ იყო კეთილი ძალიან ძნელია და უამრავ პასუხისმგებლობას გაკისრებს, აი იყო ბოროტი კი ადვილია, რადგანაც არაფერი არ გაკავებს, არ გადარდებს. კაცობრიობამ აირჩია გზა სიხარბისკენ, ბოროტებისკენ და უზნეობისკენ, ამას ჩვენ მაშინ უფორ ვიგრძნობთ როცა მოხუცები ვიქნებით და საკუთარ ადგილს ვერ მოვნახავთ ამ ქვეყანაზე. #goodplaces #opinion #art #photo
Luka Khatridze
Tbilisi · 5 months ago
Hi all! Weekend-ს ძირითადად სად და რომელ ადგილებში ატარებთ? #goodplaces
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ობიტო უჩიჰა ( მინი - ანალიზი )
როგორც ვიცით მას შემდგომ რაც ობიტო გახდა 10 კუდას ჯინჩურიკი მან დაკარგა უნარი გამოეყენებინა თავისი მთავარი ტექნიკა კამუი და გაკიდო. ობიტო ვეღარ იყენებდა თვალის ტექნიკებს და ერთადერთი რის გამოყენებასაც ახერხებდა იყო გუდოდამა. 💪💪✌️ ერთ–ერთ მომენტში როდესაც ნარუტო ობიტოს დაარტყამს რასენგანს, ობიტო იტყვის "ვინ იფიქრებდა რომ 10 კუდას ჯინჩურიკობა კამუის დამაკარგვინებდა"–ო ამ მომენტში ბევრი იფიქრებდა რომ 10 კუდას ჯინჩურიკობა=თვალის ტექნიკების ვერ გამოყენებას, როგორც ეს ობიტოს შემთხვევეში მოხდა. 👀 მაგრამ ეს ვარაუდი თავდაყირა დააყენა მადარას ჯინჩურიკობამ. გუდოდამას გარდა მადარა რინეგანის უნიკალურ ტექნიკას ლიმბოსაც იყენებდა,მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც შემდგომ მოხდა. 👀😮 როგორვ ვიცით კამუის განზომილებაში გადასასვლელად მადარამ კაკაშის ამოაცალა მარცხენა თვალი და მისი მეშვეობით მოახერხა კამუის გამოყენება. 😮😮😮 ახლა კი კითხვა როგორ მოახერხა მადარამ რომელიც არ არის კამუის OG იუზერი კამუის გამოყენება მაშინ როცა ნამდვილი იუზერი ობიტო ვერ ახერხებდა ამას? და აი პასუხიც:👇 რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოხდა სცენარის გამო. ეს იყო ერთგვარი იძულებითი შეზღუდვა,რადგანაც წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ობიტოს 10 კუდას+მარჯვენა კამუიც რომ ჰქონოდა? პასუხი მარტივია ის დაუმარცხებელი იქნებოდა, შესაბამისად მას ვერ ამოაცლიდნენ 10 კუდას და მუნგენ ცუკუიომიც ამოქმედდებოდა. შესაძლოა კონტრ-არგუმენტად მოიყვანოთ ის რომ მადარა უფრო ძლიერი ჯინჩურიკი იყო ვიდრე ობიტო,მაგრამ ეს ამ კონკრეტულ სიტუაციაში სუსტი არგუმენტია,რადგანაც საქმე ობიტოს კუთვნილ ტექნიკას ეხება და არა ზოგადს. 👌🔥🔥🔥🔥#obito #naruto #manga #anime #opinion #goodplaces #photo #art
George Toreli
Tbilisi · 4 months ago
✅ ძაალიან მაგარი სიმღერა / დავით მაღლაკელიძე - მარია 🎵 David Maglakelidze - Maria 👤 კომპოზიტორი - ზურაბ მანაგაძე 🎥 ვიდეოგრაფი და რეჟისორი - გიორგი თორელი / George Toreli #goodplaces #politics #news #photo #art #events #opinion #sport #funny #food #crypto #design #gaming #business #religion
Kato Malania
Tbilisi · 3 months ago
Friends fact N7
David Arquette - ბიჭი, რომელიც პირველ სეზონში ფიბის ტყუპისცალს ორსულას დასდევს, რეალურ ცხოვრებაში მონიკას ანუ კორტნი კოქსის პირველი ქმარია. ისინი 2004 წელს დაქორწინდნენ და 2012ში დაშორდნენ, ყავთ 16 წლის გოგო, კოკო. ახლახანს კორტნი ბევრისთვის საყვარელი (და პირადად ჩემთვის) ბრიტანული ჯგუფის ,,Snow patrol”ის სოლისტთან ჯონი მაკდეიდთანაა ურთიერთობაში🥰🥰#netflix #friends #friends25 #courtneycox #monicageller #relationships #facts #factss #interestingfact #news #goodplaces #photo #opinion #love #marriage
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
ყვირილი
1893 წელს ედვარდ მუნქის მიერ შექმნილი ეს ნახატი,რომელზეც კაცი თავზე მთელი ძალით იჭერს ხელებს,ტკივილისა და ტანჯვის გამაოგნებელი გამოხტულებაა,მიუხედავად იმისა,რომ კაცის სახე არარეალურია და თავის ქალას ჰგავს. ვინ ყვირის? ნახატზე გამოსახულ კაცს პირი ღია აქვს. მნახველმა შეიძლება იფიქროს,რომ სწორედ ის ყვირის,მაგრამ როგორც იქნა მუქნმა განმარტა,ამ ნამუშევრის შექმნა მას შთააგონა კივილმა,რომელსაც მთელი სამყაროსგან გრძნობდა. „ერთ საღამოს სასეირნოდ წავედი“- ჰყვებოდა მუნქი,-„მოულოდნელად ცამ ფერი იცვალა,სისხლივით გაწითლდა.მე ვიდექი შიშსაგან აკანკალებუული და მესმოდა საზარელი ყვირილი... ბუნება,მთელი გარესამყარო კიოდა...“ ნახატზე გამოსახული კაცის სახე იმდენად გამხდარი და გადაჭმულია,რომ თვის ქალას წააგავს.ზოგს მიაჩნია,რომ მუნქმა ეს სახე მუზეუმში ნანახი სამხრეთამერიკელი მუმიის მიხედვით დახატა. მუნქმა „ყვირილის“ რამდენიმე ვერსია შექმნა,ზოგი ფერადი და ზოგი შავ-თეთრი.ეს ერთ-ერთია,რომელიც 1893 წლით თარიღდება.მუნქმა ის ტემპერას საღებავებითა და პასტელით დახატა მუყაოს ქაღალდზე. ნახატის ზომაა 36x29 სმ.#scream #goodplaces #news #opinion #events #art #politics #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #gaming
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi · 3 months ago
9 რამ რაც შეიძლება ვან გოგის შესახებ არ იცოდეთ
1. სახელი ვინსენტი ბაბუის და მის დაბადებამდე გარდაცვალებული ძამის საპატივცემულოდ დაარქვეს 2. სანამ ვან გოგი საკუთარ ცხოვრებას საბოლოოდ დაუკავშირებდა მხატვრობას, მას არაერთი პროფესიის მორგება მოუწია. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ბიძამ მას ნახატების გამყიდველად დააწყებინა მუშაობა. გარკვეულიპერიოდის განმავლობაში ის მასწავლებლადაც მუშაობდა ინგლისში, შემდეგ კი წიგნების მაღაზიაში ჰოლანდიაში. მამის მსგავსად, ვინსენტსაც სურდა სასულიერო პირი გამოსულიყო და 1878 წელს ბორინაჟში, ბელგიაში დასახლდა, სადაც სასულიერო პირი გახდა, თუმცა, მალევე აუცრუვდა გული რელიგიური მოღვაწის კარიერაზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვინსენტმა ხატვა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას ასახავდა. 3. მისი ძმა თეო,რომელიც ასევე ნახატებით მოვაჭრე იყო,მთელი ცხოვრება ეხმარებოდა ფინანსურადაც და მორალურადაც,განსაკუთრებით კი მაშინ როცა ვან გოგმა მხატვრობას მიჰყო ხელი 4. ვან გოგმა 10 წლის მანძილზე დაახლოებით, 900 ნახატი და 1,100 ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი დაგვიტოვა, რაც, უხეშად რომ თქვათ, იმას ნიშნავს, რომ ის კვირაში საშუალოდ 2 ნახატს ქმნიდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადმოცემის თანახმად, მან თავის სიცოცხლეში მხოლოდ 2 ნახატის გაყიდვა შეძლო მათ შორის მისი ცნობილი ნამუშევარი "წითელი ვენახები არლში" მისი მეგობარი მხატვრის ეჟენ ბოშის დამ, 400 ფრანკად 1890 წელს შეიძინა. მხატვარმა და მისმა შედევრებმა აღიარება მხოლოდ ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. 5. ალბათ ყველას გსმენიათ ვან გოგის ყურის ბიბილოს მოჭრის უცნაური ისტორიის შესახებ. გადმოცემის თანახმად, მან ყურის ნაწილი თავის მეგობარ მხატვარ პოლ გოგენთან კამათის შემდეგ სამართებლით მოიჭრა, ასანთის კოლოფში შეფუთა და მეგობარ მეძავ ქალს უსახსოვრა. თუმცა, ამ ისტორიას აქვს მეორე მხარეც, გერმანელი აკადემიკოსების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნში წერია, რომ ვინსენტს ყურის ბიბილო კარგმა მოფარიკავე გოგენმა კამათის დროს ხმლით მოაჭრა და გაიქცა. ამავე წიგნის მიხედვით, ვან გოგს, რომელსაც არ სურდა მეგობრობის გაფუჭება, სიმართლე დამალა და ამით მეგობარი ციხეში ჩაჯდომას აარიდა. 6. ვან გოგმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატში "ვარსკვლავიანი ღამე" , რომელიც 1987 წელს ავსტრალიელმა მეწარმემ იმ დროისათვის რეკორდულ ფასად, 53.9 მილიონ დოლადარად შეიძინა, გაუცნობიერებლად აღბეჭდა პლანეტა ვენერა. 1985 წელს ისტორიკოსმა ალბერტ ბოიმემ პლანეტარიუმის საშუალებით შეძლო აღედგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღამის ცა 1889 წლის 19 ივნიის, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ ისტორიკოსმა დაადგინა, ვან გოგის განთიადის ვარსკვლავი სინამდვილეში პლანეტა ვენერა ყოფილა, რომლის დანახვა ყველაზე კარგად დაისის შემდეგ, ან განთიადის წინ შეიძლება. მის მოსაზრებას ასტრონომების დიდი ნაწილიც დაეთანხმა. ნახატზე ვან გოგმა ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას ფანჯრიდან დანახული ხედი ასახა, რომელზეც ის საკუთარ ძმას წერილში წერს : "ამ დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე სამყარო, მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ცაზე გამოსახული იყო ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან დიდად მოჩანდა". 7. ვან გოგი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ეს არის ქრონიკულ-ნეიროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც პერიოდული კრუნჩხვები და შემოტევები ახასიათებს. მას ასევე დაუდგინდა ჰიპერგრაფია, აკვიატებული მიდრეკილება ინტენსიური წერისადმი, რაც ვინსენტის შემთხვევაში დაუოკებელი და ხშირი ხატვის სურვლით გამოვლინდა. 8. როგორც ყველა შემოქმედს, ვან გოგსაც ჰყავდა საყვარელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებითაც ის საზრდოობდა. იგი ჟან ფრანსუა მილეს გლეხური ფერწერის დიდი თაყვანისმცემელი იყო, რაც ვინსენტის ნახატებშიც ჩანს, თუმცა, 1886 წელს პარიზში დასახლების შემდეგ, მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია იმპრესიონისტებისა და ნეოიმპრესიონისტების ნახატებმა, რის შემდეგაც მის შემოქმედებაში შედარებით მსუბუქი და ნათელი ფერები გაჩნდა. 9. ვან გოგის სიკვდილი დიდხანს იყო ბურუსით მოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ხელოვანმა სიცოცხლე პურის ყანაში ხატვისას თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, მოგვიანებით მხატვრის სიკვდილის შესახებ ალტერნატიული თეორიებიც გაჩნდა. ერთ-ერთ ვერსიაზე დაყრდნობით, 1890 წელს ის ორმა ბიჭუნამ შემთხვევით, იარაღით დაჭრა. დაშავებული მხატვარი სახლამდე მისულა და იქ 2 დღის შემდეგ გარდაცვლილა. ვან გოგის ბიოგრაფების აზრით, მან ხელი დააფარა ბიჭუნას, რომელსაც იარაღი შემთხვევით გაუვარდა, როდესაც თავის ძმას იარაღის სროლას ასწავლიდა. მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ იარაღი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა, შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს. ეს იყო მხატვრის კიდევ ერთი კეთილშობილური საქციელი, როდესაც მან დამნაშავე არ ამიხლა და თვითონ დაიბრალა მომხდარი. მისი ძმის თეოს, გადმოცემით, დიდი გენიოსის უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის სარეცელზე იყო: "მწუხარება უსასრულობამდე გაგრძელდება."#vincentvangogh #goodplaces #politics #news #opinion #events #art #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #gaming