კასპის მერიას ჩინეთიდან საკონცერტო სცენა ვერ ჩამოაქვს

0
ლევან პაპიაშვილი კასპის მერიას ვერ არწმუნებს იმაში, რომ ჩინეთიდან სცენა კორონავირუსის გამო ვერ ჩამოაქვს. პაპიაშვილი კომპანია , , გლობალური სერვისებისა და კონსულტაციების ჯგუფის" თავმჯდომარეა. მას ჰქონდა ვალდებულება, რომ  კასპის მერიისთვის სცენა 2020 წლის 22 იანვარს ჩაებარებინა, თუმცა, როგორც იგი წერილებში წერს, ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. კასპის მერიასა და ლევან პაპიაშვილს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში (78 000 ლარი) აღნიშნულია,  რომ საკონცერტო სცენას ჩინეთის ქალაქ ვუხიში მდებარე კომპანია , , Wuxi New Force Metal Products"-ისგან უნდა შეეძინა. საკონცერტო სცენის პარამეტრებია 12 და 10 მეტრი თავის გადახურვით. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#კასპი
#goridaily
წყარო -shidaqartli.ge
#ახალიამბები
0