0
⭕️წარდგენილია მოწყობილობა რომელიც ძაღლების ხასიათს განსაზღვრავს
#TechCloud
#TechCloudNews
#Technology
ადამიანები და ძაღლები უკვე ბევრი ათასწლეულია გვერდიგვერდ ცხოვრობენ. თუმცა ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის განსაზღვრა თუ რას გრძნობენ მათი ოთხფეხა მეგობრები. მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ძაღლების ხასიათის განსაზღვრა ახლა უკვე უფრო მარტივი ხდება.   კომპანია Inupathy-მ წარმოადგინა CES 2020-ზე მოწყობილობა, რომელიც მაგრდება ძაღლის ზურგზე და თანდათანობით ზომავს მის ემოციურ მდგომარეობას. გაჯეტის გაბარიტები კი იმგვარია, რომ საშუალებას იძლევა მოწყობილობა დამაგრდეს ნებისმიერი ზომის ძაღლზე. ოთხფეხა მეგობრის ემოციური ფონის მონიტორინგი შესაძლებელია პატარა ლედ ეკრანის მეშვეობით. მწვანე ფერი ნიშნავს მოდუნებულ მდგომარეობას. წითელი ფერი - სტრესს. იმ შემთხვევაში თუ ეკრანზე გამოსახულია ცისარტყელა ეს ნიშნავს რომ ძაღლი ბედნიერია. მოწყობილობას ასევე გააჩნია სხვა ემოციების მხარდაჭერაც, თუმცა მათი ჩამონათვალის ხილვა შესაძლებელია iOS და Android-ის აპლიკაციაში. ინფორმაცია გამოშვების თარიღისა და ფასის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. Inupathy გეგმავს crowdfunding კამპანიის ჩატარებას უახლოეს პერიოდში. ?მეტი პოსტის სანახავად ესტუმრე ჩვენ გვერდს
#news
0