ქუთაისში კორონავირუსით 43 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქუთაისში კორონავირუსით 43 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა. ამ ეტაპზე ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით 73 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 მძიმეა.