აშშ-ში კორონავირუსის 190 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 190 920 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 389 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 16 253 219 შემთხვევა გამოვლინდა, 299 168 ადამიანი კი გარდაიცვალა.