ქარელის მერის მიერ მოქალაქეების გინების ფაქტზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო

0
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის მიერ წვრილმანი ხულიგნობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება მიმდინარე წლის 29 მაისს, ქარელის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც გულიაშვილმა მოქალაქეებს აგინა. საკრებულოს სხდომაზე რუისელების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროსთვის სოფელში მდებარე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემას აპროტესტებდა, რასაც ზაზა გულიაშვილის გაღიზიანება და გინება მოჰყვა. მერის მიმართ მოკვლევის დაწყების მოთხვნით პირველ ივნისს, შსს-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა მიმართა, რომელიც სადაო მიწის ნაკვეთის საქმეზე სოფელ რუისის მცხოვრებთა ინტერესებს იცავს. მერებაშვილისთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ საქმისწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებული გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს. რამდენიმე წერილი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან ეს ერთი აბზაცი გამოეგზავნათ. როდის დაიწყო მოკვლევა არ არის მითითებული. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#goridaily
წყარო - reginfo.ge
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0