აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ საზღვარზე შეტაკების პროვოცირებაში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ორი ქვეყნის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკების პროვოცირებაში. ორივე მხარე ადასტურებს სროლის შედეგად რამდენიმე სამხედროს დაღუპვას.  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სომხეთის შეარაღებულმა ძალებმა სცადეს საზღვრის გადაკვეთა აზერბაიჯანის ქალაქ ტოვუზის მიმართულებით და მოწინააღმდეგის პოზიციების დაკავება.  "ჩვენი დანაყოფების საპასუხო ნაბიჯების შედეგად, მტერი დამარცხდა და დანაკარგებით უკან დაიხია. შეტაკების დროს, დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხოლო 5 დაშავდა", - აცხადებს ბაქო.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სპიკერი შუშან სტეპანიანი არ ადასტურებს სომეხი სამხედროების დანაკარგს და აცხადებს, რომ ინციდენტს აზერბაიჯანელი სამხედროები შეეწირნენ. ერევანი საზღვრის კვეთაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს: "დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების სამხედროებმა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, УАЗ-ის ტიპის ავტომობილით, სცადეს სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, სამხედროებმა ავტომობილი დატოვეს და საკუთარ პოზიციებზე დაბრუნდნენ. 13:45 საათზე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით სცადეს ჩვენი პუნქტის ხელში ჩაგდება, თუმცა უკუგდებული იყვნენ საპასუხო ცეცხლით", - წერს სტეპანიანი ფეისბუკზე.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30722165.html #ახალი_ამბები #twitter