3 votes
0 comments
0 shares
Save
67 views
გიორგი მარშანია
Tbilisi · 6 months ago
#ყანჩელი #art
გიორგი მარშანია
Tbilisi · 6 months ago
Similar Posts
Candy Music
Tbilisi · 2 months ago
ამერიკის საელჩომ გია ყანჩელის გარდაცვალებაზე კომენტარი გააკეთა
🍂"დღეს მსოფ­ლი­ომ ლე­გენ­და­რუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, გია ყან­ჩე­ლი და­კარ­გა. მისი მუ­სი­კა კვეთ­და დრო­ი­სა და კულ­ტუ­რის სა­ზღვრებს და ის სა­მუ­და­მოდ გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას. დღეს, რო­გორც არას­დროს, ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი სი­ჩუ­მეს გავს".#music #musicfeed #candymusic #georgia #georgianmusic #მუსიკა #ქართულიმუსიკა #საქართველო #ყანჩელი #kancheli #composer #facts #interview #interestingfact #art
Kato Malania
Tbilisi · 2 months ago
ვერ გპოვე ვერასდროს, ვერასდროს...
🌪❤️#music #musicfeed #georgianmusic #ყანჩელი #ქარიქრის #კარანტინი #თვითოზოლაცია #დარჩისახლში #დარჩითსახლში #quarantine #selfisolation #art #singer #stayhome #stayproductive Tbilisi
ვერ გპოვე ვერასდროს, ვერასდროს...
ქარი ქრის – გია ყანჩელი Live During Quarantine (კატო მალანია)
ქარი ქრის – გია ყანჩელი Live During Quarantine (კატო მალანია)
ქარი ქრის – გია ყანჩელი Live During Quarantine (კატო მალანია)
Artists Voyage
Tbilisi · 1 month ago
10 გამორჩეული ფილმი გია ყანჩელის კომპოზიტორობით
გია ყანჩელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც მოახერხა და არა მარტო სამშობლოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც გაითქვა სახელი, რასაც ცხადყოფს თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი მუსიკა ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, ტერენს მალიკმა თავის ფილმში, სიცოცხლის ხეში გამოიყენა. მას ასევე შექმნილი აქვს მუსიკალური ნამუშევრები ისეთი ცნობილი სპექტაკლებისთვის, როგორებიცაა კავკასიური ცარცის წრე და ხანუმა. მისი კომპოზიციების ალბომები კი, იქნება ეს ქარის მერე თუ Themes from the Songbook, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს გამორჩეული ქართველი შემოქმედი სწორედ დღეს, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. გთავაზობთ იმ ათ რჩეულ ფილმს, რომლებშიც გია ყანჩელმა თავისი მუსიკით წარუშლელი კვალი დატოვა, ეს ფილმები კი გია ყანჩელის სახელს უკვდავყოფენ სამარადისოდ. 1. არაჩვეულებრივი გამოფენა, რეჟისორი ელდარ შენგელაია. 1968 წ. 2. არ დაიდარდო, რეჟისორი გიორგი დანელია. 1968 წ. 3. როცა აყვავდა ნუში, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე. 1972 წ. 4. შერეკილები, რეჟისორი ელდარ შენგელაია. 1974 წ. 5. მიმინო, რეჟისორი გიორგი დანელია. 1977 წ. 6. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე. 1978 წ. 7. ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი, რეჟისორი ელდარ შენგელაია. 1983 წ. 8. ქინ-ძა-ძა!, რეჟისორი გიორგი დანელია. 1986 წ. 9. პასპორტი, რეჟისორი გიორგი დანელია. 1990 წ. 10. მძევლები, რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი. 2017 წ#ყანჩელი #გიაყანჩელისმუსიკა #ფილმები #ქართულიფილმები #ხელოვნება #კინოხელოვნება Tbilisi
+2
გიორგი მარშანია
Tbilisi · 5 months ago
მე და ფიროსმანის ჟოზე #art
გიორგი მარშანია
Tbilisi · 5 months ago
👉 მე. ავტორი: კემო #art
Artists Voyage
Tbilisi · 2 months ago
გია ყანჩელი: სიჩუმე, რომელიც მუსიკას მოსდევს, თავისთავადაც მუსიკაა
დიდი ქართველი კომპოზიტორი - გია ყანჩელი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. მან ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1963 წელს დაამთავრა. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ჩვენ გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან ამერიკელ ჟურნალისტთან ბრიუს დაფისთან. კომპოზიტორის სიტყვებს ინგლისურად მისი შვილი თარგმნიდა. - უპირველესყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამერიკაში ჩამოსვლისთვის. -მადლობა თქვენ. - არის თუ არა რამე განსხვავება ქართველი კომპოზიტორის მუსიკასა და ევროპელი ან ამერიკელი კომპოზიტორის მუსიკას შორის? - არა. -საერთოდ არანაირი? - იგივე განსხვავებაა რაც ფრანგულ და ამერიკულ, ან გერმანულ და ინგლისურ მუსიკას შორის. ენა, რომელსაც ქართველი კომპოზიტორები იყენებენ იგივეა, რაც ევროპაში, იგივეა მთელ მსოფლიოში - ეს მუსიკის ენაა. - თქვენ იქ უნივერსიტეტში სწავლობდით. არის თუ არა რამე ფუნდამენტური განსხვავება სწავლების მეთოდებს შორის? - არა, ასე არ ვფიქრობ. - ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსიკა უნივერსალური ენაა? -რა თქმა უნდა. - არის თუ არა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თქვენთვის, რომ ამ ენაზე საუბარი შეგიძლიათ? - ეს ყველა კომპოზიტორისთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა. ჩემთვის კი ორმაგად მნიშვნელოვანია - მე არც ფრანგულად ვსაუბრობ, არც ინგლისურად და არც გერმანულად. - ანუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველას ეურთიერთოთ? - ყველას, რადგან სხვანაირად ურთიერთობა შეუძლებელია. - ერთი თქვენი ჩანაწერი წავიკითხე სადაც სიტყვა "გაოცებას" იყენებთ. თქვენ ამბობთ, რომ მუსიკამ საზოგადოება უნდა გააოცოს. თქვენ, როგორც კომპოზიტორი, ხართ თუ არა გაოცებული იმით , რაც შეგიქმნიათ? - საკუთარი მუსიკით - არა. ის არ მაოცებს, მაგრამ სხვა ადამიანების მუსიკა - კი. მაგალითად, გუშინ, ლინკოლნის ცენტრში, სტრავინსკის "პეტრუშკას" ვუსმენდი. ეს მონაკვეთი სტუდენტობაში ზეპირად ვიცოდი. მიუხედავად ამისა, გაოცებული ვიყავი. ოთხი დღის წინ, შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიას ვუსმენდი, რომელიც ასევე ზეპირად ვიცოდი და ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა. მიუხედავად ამისა, მან ახლაც გამაოცა. - ნება მომეცით, ფილოსოფიური კითხვა დავსვა. რა არის მუსიკის მიზანი? - ძალიან რთული შეკითხვაა. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, ისაა რომ მუსიკა არ არსებობს იმისთვის, რომ სამყარო ან მშვენიერება გადაარჩინოს, როგორც დოსტოევსკი ამბობდა. საუბედუროდ, ხელოვნება ცალკე ვითარდება და ცოცხლობს, ხოლო ცხოვრება კი მის პარალელურად არსებობს. ისტორიის ყველაზე ცუდი გაკვეთილები, ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მომენტები, როგორც ვხედავთ, კაცობრიობისთვის არაფერს ნიშნავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ გაკვეთილებს არავინ სწავლობს. ეს უზარმაზარი ტრაგედიები დროის მცირე ინტერვალში კვლავ მეორდება. რა თქმა უნდა ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ სამყაროს უკეთესობისკენ არ ცვლიან. საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებები, ყველაზე მშვენიერიც კი, ამას ვერ შეცვლის. ვერც პოეზია, ვერც მუსიკა, ვერც ერთი ხელოვნების დარგი ვერ შეცვლის ცხოვრების დინებას. ხელოვნება ადამიანებისა და მასების მიერ სამყაროს ხედვას ვერ შეცვლის. - ბედნიერი იქნებოდით რომ შესძლებოდა? - ამას ვერც კი წარმოვიდგენ. - რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა კომპოზიტორებს? - გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფრის მოერიდოთ, არაფრის შეეშინდეთ. ყველაზე ბანალურში და მარტივში იმალება სილამაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ტრანსფორმაცია და გადმოცემა. ამ ყველაფრის გამოხატვა. ისე კი არ მიყვარს ახალგაზრდებისთვის რჩევების მიცემა, რადგან საკუთარ თავსაც ახალგაზრდად აღვიქვამ და ჯერ კიდევ ვსწავლობ. - მუსიკა რომელსაც ქმნით, ყველასთვისაა? - მინდა, ყველასთვის იყოს. - მუსიკის განვითარებას ოპტიმისტურად უყურებთ? - ვფიქრობ, კი. მგონია, რომ ის სიჩუმესთან იქნება დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა რომ სიჩუმეს უკავშირდებოდეს. - თქვენ მუსიკას ქმნით და ბგერებს აკონტროლებთ. ცდილობთ თუ არა, სიჩუმეც გააკონტროლოთ? - დიახ. დიახ, მგონია რომ სიჩუმე, რომელიც მუსიკას მოსდევს, თავისთავადაც მუსიკაა. და სიჩუმე, თვითონ ბადებს მუსიკას, რომელიც მას მოსდევს. - სიჩუმე ბადებს, და თქვენ კომპოზიტორი ხართ, დედა თუ ბებიაქალი? - მგონია, რომ მამა ვარ. ბოლო შეკითხვაც. მუსიკის წერა ხალისიანი პროცესია? - ყველაზე დიდი ტრაგედია, მუსიკის წერაა. - ყველაზე დიდი ტრაგედია?! - მშურს მათი, ვისთვისაც ეს მხიარული პროცესია. ჩემნთვის ასე არაა. - საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ამად ღირს? - ზოგჯერ, როდესაც ძალიან კარგი შესრულებაა. როდესაც დენის რასელ დეივისი დირიჟორობს, მაშინ ვგრძნობ რომ ეს ყველაფერი ამად ღირს. მას ჩემი მუსიკა ძალიან სწორად ესმის და მას საუკეთესოდ გადმოსცემს. ის ძალიან კარგად გრძნობს ჩემს პაუზებსა და ნელ ტემპს და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, არის ხოლმე ისეთი შესრულება, რომლის მოსმენის შემდეგ ვფიქრობ, არა, ეს ამად არ ღირს. მაგრამ ცხოვრებაც ასეა მოწყობილი. ზოგჯერ თავს კარგად გრძნობ, ზოგჯერ კი - უარესად....#გიაყანჩელი #მუსიკოსი #კომპოზიტორი #ქართველიკომპოზტორები #მუსიკა #ხელოვნება Tbilisi
გიორგი მარშანია
Tbilisi · 3 months ago
#art
My Vision
Tbilisi · 4 days ago
მუზეუმი ღია ცის ქვეშ!
იტალია. რეგიონო ემილიო რომანია. ქალაქი Dozza. მუზეუმი რომელიც ძირითადად მთელს ქალაქს მოიცავს, დამთვარიელებელთა დიდი ნაკადით გამოირჩევა. სოციალური დისტანცია და ხელოვნებასთან ზიარება, ჰარმონიულადაა შერწყმული.#italy #art
+3
Artubani
Tbilisi · 1 day ago
გამოიცანი არტუბანთან ერთად და უპასუხე შეკითხვას
🔈 ქსოვილის დაჩითვის ხელოვნება იმ პერიოდში ცნობილი იყო, როგორც აღმოსავლურ, ისე ევროპულ ქვეყნებში. თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართველებმა მხოლოდ ლურჯი ფერი აირჩიეს და მოჩითული სუფრა ეროვნული ორნამენტებით გაამდიდრეს. ♻️ შეკითხვა : რატომ აირჩიეს ქართველებმა ლურჯი ფერი? ♻️ ყველა სახელოვნებო სტუდია ერთ პორტალზე 🎭🎨🎹🎺🥁🎸🎻#არტამბები #აბაგამოიცანი #ესსაინტერესოა #artwork #art #ქართულიადაკარგია #კითხვა #არტამბები #არტუბანი #ხელოვნება