როგორ გავავარჯიშოთ ტვინი

0
ტვინის განვითარებას უწყობს ხელს და ასტიმულირებს მის აქტივობას -კითხვა და კროსვორდები . ეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, იკითხეთ, იკითხეთ და კიდევ ერთხელ იკითხეთ სხვადასხვა ჟანრის წიგნები. დაიწყეთ ახალი უცხო ენის შესწავლა. მეცნიერთა განმარტებით რაც უფრო მეტადაა თქვენი ტვინი დაკავებული მუშაობით ახალგაზრდობაში მით უფრო მცირეა მოხუცებულობაში სკლეროზით დაავადების შანსი, გარდა ამისა აქტიური ტვინი გვიან ბერდება.

სპორტი

ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტით ბევრად უფრო განვითარებული ტვინი აქვთ ვიდრე იმათ ვისაც ვარჯიში არ უყვარს. კალიფორნიელი მეცნიერების მტკიცებით სირბილისა და ველოსპორტით დაკავებული ადამიანების ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებასა და ათვისების უნარზე ორჯერ მეტი უჯრედია განვითარებული.

გამოცანები, თავსატეხები

- ეს გახლავთ შესანიშნავი მეთოდი დააძალო ტვინს იმუშავოს და არ დაუქვეითდეს აქტივობა. იგივე ეფექტი აქვს სუდოკუს თამაშსაც.

დღიური

მისი წარმოება საშუალებას მოგცემთ გააფართოვოთ თქვენი მსოფმხედველობა. დაწერეთ თქვენი მოგონებები, ოცნებები, მიმდინარე მოვლენები და ა.შ.
#news
#opinion
#health
#forhealth
Tbilisi
0