გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება

0
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო. ბრალდების მხარე ექვსივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სრულწოვნების წინასასამართლო სხდომისთვის კი გამოძიებამ დამატებითი დრო ითხოვა. მანამდე კიდევ ერთი სასამართლო პროცესი 27 ივლისს გაიმართა, სადაც 11 სრულწლოვან პირს პატიმრობა შეეფარდა.
0