ამ პიროვნებას არ შევიწყალებ – პრეზიდენტი რურუაზე

0
ამ პიროვნებას არ შევიწყალებ, ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი ვერ მოახდენს ზეგავლენას – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას შეწყალებაზე უარს ამბობს. "დღეს არ გავიმეორებ ამ გადაწყვეტილებას. მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად, ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი ვერ მოახდენს ზეგავლენას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0