ალაბა ბეკენბაუერია?

0
ბაიერნის მმართველი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე დავიდ ალაბას ქებით „დაიღვარა“. მეტიც, წარსულში მრისხანე თავდამსხმელმა ალაბა დიდ ფრანც ბეკენბაუერს შეადარა. „დავიდმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.გუნდში ტრავმირებულები გვყავდა და ის იძულებული იყო რომ ცენტრალურ მცველად ეთამაშა. სეზონის შუაში დაცვაში ლიდერი არ გვყავდა და ამიტომაც გაგვიჭირდა. ეს ფუნქცია ალაბამ იკისრა. ...ვიცი, მას სურდა გუნდიდან წასვლა. თუმცა საერთო ენას მალე გამოვნახავთ და ვეცდებით, ალაბამ ბაიერნში კარიერა ბედნიერმა დაასრულოს. ადრეც ვამბობდი, ის ბეკენბაუერს წააგავს. პირველი ფეხბურთელია, რომელზეც ასეთ რამეს ვამბობ.“ - განაცხადა რუმენიგემ.
0