ვროცლავი, პოლონეთი - გნომების ქალაქი, სიიაფით, სილამაზით და არქიტექტურით გამორჩეული

0

წაიკითხეთ ,,მემოგზაურის” მოგზაურობის შესახებ ვროცლავში და დამიჯერეთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი თქვენც;

თბილისი-ქუთაისის დამღლელი მგზავრობის შემდეგ აეროპორტში ლოდინი, შემდეგ შუაღამით “ვიზეარის” თვითმფრინავით ფრენა საოცრად სასიამოვნოდ დასრულდა. ვროცლავში თვითმფრინავი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ტრადიციების საწინააღმდეგოდ პირდაპირ აეროპორტის ტელესკოპურ ტრაპს მიადგა და Airbus A320-ის სალონიდან ნათელი აეროპორტის შენობაში აღმოვჩნდით. სასაზღვრო კონტროლიც სწრაფად გავიარეთ, მხოლოდ პასპორტებს გადახედეს და ეს ყველაფერი ისე თავისუფლად და სასიამოვნოდ მოხდა, რომ ფოტოების გადაღებაც კი გადამავიწყდა. ამასობაში აეროპორტის უფასო Wi-Fi-ს შევუერთდი და Uber გამოვიძახე. “უბერი” იმიტომ, რომ ძალიან იაფია, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე სამი მგზავრისთვის 22 ზლოტი, ანუ 15 ლარი გადავიხადე. როგორც წესი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვიყენებ ხოლმე, მაგრამ ღამის ავტობუსით 3 კაცის მგზავრობა 10 ლარს უტოლდებოდა და შემდეგ ავტობუსის გაჩერებიდან დაახლოებით 500 მეტრი ფეხით უნდა გვევლო ღამით, უცნობ ქალაქში და თანაც სავარაუდოდ ცივ ამინდში. მოკლედ, უბერის ტაქსმა პირდაპირ ჩვენი აპარტამენტის სადარბაზოსთან მიგვიყვანა.
#მოგზაურობა
#travel
#travelling
#travelwithme
#poland
0