ქედაში მცხოვრებ ფერმერებს სეტყვამ 270 000 ლარის ზარალი მიაყენა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

270 ათასი ლარის ღირებულებისზარალი მიაყენა სეტყვამ ქედაში მცხოვრებ ფერმერებს. სტიქიის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ მუშაობა უკვე დაასრულა. მათ 337 ოჯახი შეისწავლეს. 14 ივნისს სეტყვამ ქედის ექვს სოფელში სასოფლო სამეურნეო ნარგავები დააზიანა. ზარალს აჭარის მთავრობა აანაზღაურებს.