"მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.."
Sokhumi Daily
გასული დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 155 - მა ადამიანმა ჩაიტარა. 39 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდაიცვალა 1 პაციენტი.
1947 წელს დაბადებული მამაკაცი გუდაუთის კოვიდმიმღებ კლინიკაში გასულ ღამეს გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 11 ნოემბრის შემდეგ იმყოფებოდა. "მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - ამბობენ მედიკოსები.
გუდაუთის კოვიდმიმღებ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 78 პაციენტი გადის, მათგან 68 პირს კორონავირუსული ინფექცია აქვს. 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 22 - ის კი, საშუალო. გასულ დღეს საავადმყოფოდან 5 ადამიანი გაწერეს.
რაც შეეხება სოხუმის ინფექციურ კლინიკას, აქ მკურნალობას 36 კოვიდპაციენტი აგრძელებს. 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განლაგებულ მობილურ მულტიდისციპლინურ საავადმყოფოში 35 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 30 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 5 პაციენტი მძიმედაა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა