ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის

Pirveliradio Ge

დღეს, გერმანიიდან თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ბრუნდება. იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:00 საათისთვის ჩამოვა და ადგილზე ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი დახვდება. მისი უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, მუხთარლი საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. ის, ასევე, მედიას შეხვდება და მიმდინარე გამოძიებაში მიღწეულ პროგრესს შეაფასებს. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული. მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის იხდიდა.