საპარლამენტო არჩევნების საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატები პირველი არხის ეთერიდან გააცნობენ ხალხს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=139460
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დეპუტატები მოქალაქეებს, პირისპირ შეხვედრების ნაცვლად, საზოგადოებრივი მაუწყებლების ეთერიდან ესაუბრებიან. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი კობახიძე ავრცელებს.
კობახიძის განცხადებით, მოქალაქეებთან სულ ორჯერ ექნებათ მსგავსი კომუნიკაცია, ერთხელ თბილისის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, მეორედ კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.
"გვექნება ამ ფორმით კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მოვისმენთ შეკითხვებსაც", - თქვა კობახიძემ.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. პროცედურულად კონსტიტუციის შესაცვლელად საჯარო, სახალხო შეხვედრები აუცილებელია. იმის გამო, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე მომატებულია, პარლამენტში სატელევიზიო შეხვედრებზე დაიწყო მსჯელობა.