რა თანხა იხარჯება გორის ბიუჯეტიდან ძაღლების გამოკვებისთვის?

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო ძაღლების კვებისთვის 1 წლის განმავლობაში 15 600 ლარს ხარჯავს. ძაღლის საკვებს სააგენტოს შპს "ჯენერელი აწვდის". ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 6-7 ტომარა მშრალი საკვების, იგივე ფურაჟის, მიწოდება კვირაში ერთხელ ხდება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ძაღლის მშრალი საკვები აუცილებლად უნდა შეიცავდეს ევროკავშირში ნებადართული რაოდენობის პროტეინებს, ცხიმს, უჯრედისს და სხვადასხვა ვიტამინებს. ჯამში, 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ძაღლებისთვის 300 ცალი 20-კილოგრამიანი ტომარა საკვებია გათვალისწინებული. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #საინტერესო #სიახლე #ცხოველები #goridaily წყარო - radiomosaic.ge #ახალიამბები