ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს დემონსტრაციას ჩატარების ნება დართეს ევროპაში შემთხვევათა ზრდის ფონზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა ნებართვა მიიღეს გამართონ დემონსტრაცია „უნტერ დენ ლინდენის“ ქუჩიდან ბრანდენბურგის ჭიშკრის გავლით ტირგარტენამდე.
ამ კვირაში ორგანიზატორების უკმაყოფილება გამოიწვია ქალაქის გადაწყვეტილებამ, არ დაერთოთ ნება ამგვარი მსვლელობის მოსაწყობად. თუმცა ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბოლო წუთში მიიღო გადაწყვეტილება და დემონსტრაციის გამართვის ნებართვა გასცა.
ამის ფონზე ევროპის ქვეყნებში კოვიდის შემთხვევათა რიცხვი იზრდება. ორგანიზატორებმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს, როგორ მათი „ფუნდამენტური უფლებების წარმატება“. ადრე გამართული ამგვარი დემონსტრაციის მონაწილეები არ იცავდნენ ფიზიკურ დისტანციას და არ ეკეთათ ნიღბები.
დემონსტრანტები, 29 აგვისტოს, სააგენტო დე-პე-ას თანახმად, სხვათა შორის გაიძახოდნენ აღმოსავლეთ გერმანიაში თავისუფლების მოძრაობის დროინდელ ლოზუნგებს, „გახსენი ჭიშკარი!“ და „ხალხი ჩვენ ვართ !“.
გერმანიაში, რომლის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს, კორონავირუსის ინფექციის 242 ათასი შემთხვევაა აღნუსხული. კოვიდით დაღუპლთა რიცხვი 9290-ია.
მთელ მსოფლიოში, სულ, ინფიცირებულთა აღნუსხულმა რაოდენობამ 25 მილიონს მიაღწია ჩინეთში შარშან ვირუსის გაჩენის შემდეგ. კოვიდმა იმსხვერპლა 835 ათასი ადმიანი, ავრცელებს მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი.
უნგრეთსა და საფრანგეთში შემთხვევათა ზრდას ამ ქვეყნებში ახალი შეზღუდვების შემოღება მოჰყვა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30810175.html
#ახალი_ამბები
#twitter