შსს შაქარაშვილის საქმეზე იაკობ ბრეგვაძის ზარის ჩანაწერს ავრცელებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის, იაკობ ბრეგვაძის აუდიოჩანაწერს ავრცელებს. უწყებაში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. აუდიოჩანწერში ისმის, როგორ ატყობინებს ბრეგვაძე 112-ს დანაშაულის შესახებ და რატომ გაუჩნდა მას გამოძახების გაუქმების სურვილი. 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ის მანამდე დაბადების დღის წვეულებაზე იყო. საქმე გატაცებისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დღეს მომხდარი ძალადობის გამო დააკავეს 17 პირი, თუმცა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არავის წაყენებია ბრალი. ყველაფერი შაქარაშვილის საქმეზე https://www.radiotavisupleba.ge/a/30711675.html #ახალი_ამბები #twitter