Ლევან რატიანი: ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, მაგრამ ლეტალობა იკლებს
Tbilisi Daily
მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ საბედნიეროდ კლებულობს ლეტალობის ინდექსი
, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დადგება მომენტი, როდესაც შეიძლება ეს ვირუსი სამყაროდან გაქრეს, მაგრამ ის თავის კვალს დატოვებს.
„ამ ვირუსის შესახებ მსოფლიო მედიცინამ ბევრი რამ ისწავლა. ისწავლა: გავრცელების გზები, სიმპტომური მკურნალობა, ანუ მეტ-ნაკლებად გავნათლდით ამ ვირუსის შესახებ და როდესაც ხარ განათლებული, წელში გამართული ხარ, იცი რა ეტაპზე რას ებრძოლო. თუ ეს ვირუსი შეიჭრა ორგანიზმში, ვმკურნალობთ სიმპტომურად და ეს დიდ რამეს წარმოადგენს მედიცინაში. ქართველმა ექიმებმაც ვისწავლეთ როგორ ვიბრძოლოთ ამ ვირუსთან, ცუდია პანდემიის პირობებში ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქს, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.