დღესვე, რომ შემოიტანონ ვაქცინა და დავიწყოთ პროცესი გარწმუნებთ არანაირი ხინჯი არ იქნება - ცერცვაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისგანცხადებით, კლინიკა და მედ-პერსონალიმზად არის ვაქცინაცია დაიწყოს.თენგიზ ცერცვაძის თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ორი სპეციალიზირებული მაცივარია, რომელიც ვაქცინის -80 გრადუსზე შენახვის საშუალებას იძლევა.
ინფექციური საავადმყოფო იქნება იმ 10 კლინიკას შორის, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსისი საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაუტარებენ.
''ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის სულ შერჩეულია ათი ცენტრი, როდესაც ფაიზერისვაქცინა შემოვა 30 000 დოზა. მათ შორის შვიდია თბილისში და სამი რეგიონებში, ქუთაისსა და ბათუმში. ინფექციური საავადმყოფო რომ არის მათ შორის არ არის გასაკვირი, რადგან კოვიდის გამოვლენის პირველივე დღიდან წინა ხაზზე ვიყავით. კლინიაკს აქვს აბსოლუტურად ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გვაქვს ორი ულტრათანამედროვე მაცივარი, რომელიც იძლევა -80 გრადუსზე შენახვის საშუალებას. ასეთი მაცივრები ბევრ განვითარებად ქვეყანას არ აქვს. ჩვენთან კი ამის საკმარისი რაოდენობაა. ლუგარის ცენტრსაც აქვს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
რამდენი ვაქცინის შესანახად იქნება საკმარისი არ დამითვლია. ჯერ არ მინახავს კოლოფი რამხელაა.ალბათ ბევრი ჩაეტევა. ჩვენ შევინახავთ იმ რაოდენობას რაც დაგვჭირდება, ძირითადი მასალუგარში იქნება.
ისენი იმდენჯერ არიან გადამზადებული და ისე კარგად ფლობენ ვაქცინაციის პროცესს,დღესვე რომ შემოიტანონ ვაქცინა და დავიწყოთ პროცესიგარწმუნებთ არანაირი ხინჯი არ იქნება. ის გართულებები, რომელიც ფაიზერს ახასიათებს, ძირითადად ალერგიული გართულებები მისი მართვის უდიდესი გამოცდილება აქვს ჩვენს მედიკოსებს.
სხვა ვაქცინების დროსაც იგივე გართულებები ვითარდებადა მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი ლეტალური შემთხვევაც არ ყოფილა. გართულებები იყო, მაგრამ ჩვენი მედ-პერსონალი ღირსეულად გამოდიოდა'' - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.