პაკისტანში TikTok-ი აკრძალეს
Tbilisi Daily
პაკისტანის სატელეკომუნიკაციო ორგანოს (PTA) გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ჩინური აპლიკაცია, TikTok-ი აიკრძალა, - ამის შესახებ Aljazeera წერს.
გადაწყვეტილების მიზეზად „ამორალური და უხამსი კონტენტი“ სახელდება. PTA-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების მხრიდან, ამ მოთხოვნით, არაერთი საჩივარი მიიღეს.
ჩინურ კომპანია ByteDance-ს, რომელსაც ცნობილია აპლიკაცია ეკუთვნის, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
TikTok-მდე, სექტემბერში, პაკისტანის ტელეკომუნიკაციების ორგანოს გადაწყვეტილებით, გაცნობის აპლიკაციები: Tinder-ი, Tagged-ი, Skout-ი, Grindr-ი და SayHi დაბლოკეს. მიზეზად მაშინაც „ამორალური და უხამსი შინაარსის ნაკადის უარყოფითი შედეგი“ დაასახელეს.