რა ბედი ელის ქობულეთის "შუქურას?"

Batumi Daily

საფეხბურთო კლუბი ,,შუქურა'', 25-წლიანი იჯარით კერძო პირზე სხვისდება. ამის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, ქობულეთის მერის მოადგილემ, დავით ვერულიძემ გაავრცელა. მისი თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შპს საფეხბურთო კლუბ ,,შუქურას" 100%-იან წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკუთრებაში გადავა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,შუქურას'' წილის გადაცემასთან დაკავშირებით დაინტერესებულებულმა კერძო პირებმა განაცხადი შეიტანეს. "ვინაიდან, პირდაპირი განკარგვის უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ განსაკარგად გადაეცემა აჭარის მთავრობას. ისე როგორც ბათუმის ,,დინამოს'' შემთხვევაში მოხდა. ინვესტორები თავის მხრივ ყოველწლიურად ინვესტიციას განახორციელებენ გუნდში, ამასთან გადაიხდიან წილის მართვის საფასურს, რაც მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავალია. ასევე მათ აქვთ სხვადასხვა ვალდებულებები, რომელთა შესრულება მოუწევთ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არის ,,ქობულეთის შუქურას'' კიდევ უფრო გაძლიერება" - აცხადებს მერის მოადგილე. დავით ვერულიძის განცხადებით, შპს "საფეხბურთო კლუბი ქობულეთის შუქურა" წილის მართვის უფლებას 25 წლით ითხოვს. "ინვესტორთა ჯგუფი იღებს ვალდებულებას სპორტულ შედეგთან დაკავშირებით, ასევე სხვა ფინანსურ ვალდებულებებს. მაგ: წელიწადში 200-ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს კლუბში და ყოველწლიურად გაიარონ ლიცენზირება და დააკმაყოფილონ ყველა ის სტანდარტი, რომელიც ფეხბურთის ფედერაცია უწესებს კლუბებს." - განაცხადა მან. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში