ტყის ხანძრების გამო, ბოლივია ბუნებრივი კატასტროფის ზონად გამოცხადდა

Tbilisi Daily

ბოლივია ბუნებრივი კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ქვეყნის აღმოსავლეთით, ტყისა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე გაჩენილმა ხანძრებმა უკვე 600 ოჯახი დააზარალა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, 1.1 მილიონი ჰა მიწა დაიწვა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბუნების ფონდის მეგობრების“ მონაცემების თანახმად კი, ორჯერ მეტი ტერიტორიაა დაზარალებული. ხანძრებს ემატება გვალვაც, რომელმაც ქვეყანას დიდი ზარალი მიაყენა. „გვალვისა და ხანძრების გამო, ეროვნულ კატასტროფის მდგომარეობას ვაცხადებთ“ - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ხეანინე ანიესმა. პრეზიდენტის განცხადებით, ხანძრებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.