ეიფელის ვიზიტორებისთვის სრულად გაიხსნა

Tbilisi Daily

ეიფელის კოშკის მესამე სართული ვიზიტორებისთვის გაიხსნა, რაც პარიზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეის ღირსშესანიშნაობის სრული დატვირთვით ამოქმედებას ნიშნავს. „25 ივნისს გახსნის შემდეგ, პირველ უქმეებზე ჩვენ 5000 ვიზიტორი, მეორე უქმეებზე - 7000, ბოლო უქმეებზე კი 10 000 ვიზიტორი მივიღეთ. ამასთან ერთად, თუ ადრე ვიზიტორების 80%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ, ახლა მათი ორი მესამედი საფრანგეთის მოქალაქეებზე მოდის“, - აცხადებს ეიფელის კოშკის მმართველი კომპანიის გენდირექტორი პატრიკ ბრანკო რუივო. ეიფელის კოშკის მესამე სართულზე ასვლას ტურისტები 4 თვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეძლებენ. პირველი ორი სართული ვიზიტორებისთვის 25 ივნისს, ნაწილობრივ გაიხსნა. გარდა ამისა, გარკვეული დროის განმავლობაში მეორე სართულზე ასვლა მხოლოდ ფეხით იყო შესაძლებელი, ლიფტი კი უსაფრთხოების ზომების გამო არ მუშაობდა. #პარიზი #ეიფელი #TbilisiDaily