ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.მას გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რა დროსაც დადებითი პასუხი მოვიდა. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრეც გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო. მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ''ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას. მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები. იგი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი'' - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.