ელენე კილაძის პირველი წიგნის პრეზენტაცია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ღია სივრცეში ახალგაზრდა დებიუტანტი პოეტის 18 წლის ელენე კილაძის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პოეტმა „სტამბოლი“, „მზის სინოპტიკა“, „პედრიტო და სხვა მრავალ ლექსს ერთ პატარა კრებულში სახელწოდებით„თეთრი ღამის სიზმრები“- მოუყარა თავი. წიგნი გამომცემლობა „ტრიკვეტრამ“ გამოსცა, ღონისძიება კი მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარდა. ცნობილია, რომ ყოველ პარასკევს ღია სივრცეში მწერალთა სახლის მიმდებარედ წიგნების პრეზენტაციები გაიმართება.