კრიტიკის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შეცვალა-BBC
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141793
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შეცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქამდე ცნობილი იყო უხანის პროვინციაში 2 579 გარდაცვლილის შესახებ. ახალი ინფორმაციით კი, მათ კიდევ 1 290 შემთხვევა დაემატა, რის შედეგადაც პროვინციაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 3 869-მდე გაიზარდა.
ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევებისა და კერძო კლინიკებში დაღუპულთა ინფორმაციის დამატებამ, ასევე ზოგიერთი მონაცემის შეფერხებით მიწოდებამ განაპირობა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს ინფორმაციის დამავლვაში არაერთხელ დასდო ბრალი. საკითხს გუშინ ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ბევრი შეკითხვა არსებობს.