მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი ახალი პაციენტის წყარო არ არის დადგენილი

Tbilisi Daily

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დღის მეორე ნახევარში ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მოათავსეს, რომლის ინფიცირების წყაროც არ არის დადგენილი და ამ დრომდე მიმდინარეობს მოკვლევა. „ჩვენ დაახლოებით პირველი თებერვლიდან ვემსახურებით კოვიდინფიცირებულებსა და საეჭვო შემთხვევებს, პირველი თებერვლიდან დღემდე თითქმის 800-მდე პაციენტმა გაიარა ჩვენს ცენტრში როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა და გამოჯანმრთელებული გვყავს 56. ამ ეტაპზე ჩვენთან 42 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა უცვლელია, როგორც მოგახსენეთ გუშინ. ქვეყნის მასშტაბით გუშინ იყო 420 შემთხვევა, დღეს დილას არის 431 დადასტურებული, ანუ ახალი 11 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვმაც მოიმატა და გახდა 114, მათგან 3 ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელდა”, - განაცხადა ეზუგბაიამ. მისი ცნობით, ინფექციურში მოთავსებიული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კრიტიკულ პაციენტებთან კი გაუმჯობესების დინამიკაც შეიმჩნევა. „მათი მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება. კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება კი არა, გაუმჯობესება აღინიშნება დინამიკაში. გუშინ ჩვენთან დღის მეორე ნახევარში ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, ამ პაციენტის წყარო არ არის დადგენილი, ხდება მისი კვლვევა, დანარჩენი პაციენტები არსებული წყაროების კონტაქტებია”, - აღნიშნა ეზუგბაიამ. #ინფექციურისაავადმყოფო #მარინაეზუგბაია #პაციენტი #tbilisidaily