,,თერჯოლამედში" კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
Kutaisi Daily
კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა თერჯოლის კლინიკაში. კლინიკა “თერჯოლამედის” დორექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, 73 წლის ქალი დადასტურებული კორონავირუსით მათთან შვიდ ნოემბერს ხონში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გადაიყვანეს.
პაციენტი დაწესებულებიდან ჯერ ხონის კლინიკაში, შემდეგ კი თერჯოლაში გადაიყვანეს.
დაწესებულების ბენეფიციარს ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #კორონავირუსი #kutaisidaily
megatv