საქართველოში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 1 744-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 780 პაციენტი გამოჯანმრთელდა.