ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკიდან გაყვანა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობასთან მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის დროს ყურადღებას კვლავ 2008 წლის აგვისტოს ომსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" ამახვილებს. შეხვედრა დღეს გაიმართა.
"ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას... ახლა ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, "ნაციონალური მოძრაობის" მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა. ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი", - მიმართა ამომრჩეველს ღარიბაშვილმა.
დღეს "ქართულმა ოცნებამ" საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი მოსახლეობას წარუდგინა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30784143.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020