22 იანვარი

13
მთვარის ოცდამეერთე დღე🌒🌒🌒

22 იანვარს დაბადებულები:

22 იანვარს დაბადებულები დიდი ნებისყოფით, სიმამაცით, თავდადებით გამოირჩევიან, არიან აქტიური და თავდაჯერებული, ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანები. როგორც წესი, მარტო მოქმედებენ, არ ახასიათებთ დახმარების თხოვნა და ვინმეს მხარდაჭერის დალოდება. თავიანთი მიზანსწრაფულობის წყალობით ბევრს აღწევენ ცხოვრებაში. აქვთ მრავალფეროვანი ინტერესები, ამიტომ ნიჭს ამჟღავნებენ ლიტერატურაშიც, თეატრალურ საქმიანობაშიცა და მეცნიერების სფეროებშიც. ოჯახში, როგორც წესი, ყველაფერი კარგად აქვთ, მათი ფინანსური მხარე სტაბილურია.
22 იანვარს დაბადებულები გარშემომყოფებში წინააღმდეგობებით სავსე გრძნობებს ბადებენ: მათი ენერგია ზოგს იზიდავს, ზოგს კი - აღიზიანებს. ისინი მიჩვეული არიან საკუთარი ინდივიდუალობის დემონსტრირებას, იმპულსურობის შეკავება უჭირთ როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ურთიერთობებში. მათ შეუძლიათ სახალხოდ თავშეკავებული იყვნენ, მაგრამ პირად ცხოვრებაში თავის კონტროლზე „მუხრუჭები" მთლიანად მიუშვან. ზოგიერთი აგრესიას ვერც სამსახურში თოკავს. ამიტომ მათი მთავარი მტერი ემოციურობაა, რომლის კონტროლიც უნდა ისწავლონ. როდესაც ამ დღეს დაბადებულებში შესაძლო „აფეთქება" მწიფდება, ახლობლები უკან იხევენ, რადგან მისი მრისხანების ეპიცენტრში არ უნდათ მოხვედრა, ამ დროს წინა პლანზე გამოდის ამ ადამიანების არა ემოციური სიმდიდრე, არამედ ემოციური გაუწონასწორებლობა.
ამ დღეს დაბადებულები ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და აქედან გამოსვლაში მათ საკუთარი თავის ღრმად შეცნობა, შესაძლებლობების ობიექტური შეფასება დაეხმარება.
22 იანვარს დაბადებულები: 
ჯორჯ ბაირონი 
“რბილ სიტყვაზე უკეთესი ისარი გულის განსაგმირავად, ეშმაკის საისრეში არ არსებობს.”
ფრენსის ბეკონი ინგლისელი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი.
“ადამიანთა ცხოვრების თეატრში მაყურებელთა ადგილი მხოლოდ ღმერთსა და ანგელოზებს აქვთ დაჯავშნილი.”
“სილამაზე ძვირფას ქვასა ჰგავს: რაც უფრო სადაა, მით უფრო ძვირფასია.”

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

წმიდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს
ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში გადავიდა და იქ გადასახლებულ იუდეველებს შორის ქადაგებდა. ფილიპეს განსასჯელად წმიდა ქალაქიდან ელადაში ფარისევლები ჩავიდნენ მღვდელმთავრის წინამძღოლობით. ფილიპე მოციქულმა სიცრუეში ამხილა იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც ამტკიცებდა, მაცხოვრის ცხედარი ქრისტეს მოწაფეებმა მოიპარეს და გადამალესო: წმიდანმა შემოკრებილებს ამცნო, რომ მცველები, რომელთაგანაც გავრცელდა ეს ჭორი, ფარისევლების მოსყიდულნი იყვნენ. როცა იუდეველმა მღვდელმთავარმა და მისმა თანამგზავრებმა ღვთის გმობა დაიწყეს და ფილიპე მოციქულს თავს დაესხნენ, დაბრმავდნენ, მაგრამ მოციქულის ლოცვით ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი. ამ სასწაულის მხილველთაგან მრავალი მოიქცა ქრისტიანობაზე.
ფილიპე მოციქული კი ჯვარზე აღესრულა.

დღის საკითხავი:

„თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არამარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად.“
 “ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არამარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა?– დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება.– ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური!– რატომ უბედური?– იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება.– შესაძლოა, მართალი ხარ!… მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია…– მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო.”
ძმები კარამაზოვები 

დოსტოევსკი

მშვიდობიან უქმეებს გისურვებთ, ჯანმრთელობა და პოზიტივი💖💖💖
13