0
დროა აბდალი და ლოთი, სული უსივრცობით მიყარს, შუბლის რა გითხრა და ბოთლი მართლაც გახვრეტილი მიყვარს. მომწონს თვალებს იქეთ როცა მთელი სამყაროა, ზღვები... მახსოვს სულ პირველი კოცნაც, ჩემს ფეხს აცდენილი გზებიც. ვინც ვარ ის სახელი მქვია, რაც ვარ უსტანდარტო ყოფით, სიტყვა მირჩევნია ტყვიას, მძინავს- ორ ლულიან სტროფით. არ მწამს ცრემლების და ფიცის, თუ რამ... საკუთარი ვლეწე! ლოცვაც ჩემებური ვიცი - განვმარტოვდები და ლექსს ვწერ. დ.სულთანიშვილი
0