აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

0
აჭარაში კორონავირუსის333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა covid-19-ით ინფიცირებული კიდევ შვიდი პაციენტი - ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. რეგიონის სამედიცინო დაწესებულებაში 673 პირი მკურნალობს, აქედან 73 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 23 პაციენტია. აჭარაში კოვიდსასტუმროებში 804 მოქალაქერჩება. 1788 ადამიანი კი საკარანტინო სივრცეშია განთავსებული. საქართველოს მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 29 001 პირი, აქედან აჭარაში 11 793 მოქალაქეა.
0