პოლონელები წერენ: მაკარიძე ლეგიაში?

0
პოლონური Legia.net წერს, რომ გიორგი მაკარიძე, შესაძლოა, პორტუგალიის სეტუბალიდან ვარშავის ლეგიაში გადავიდეს. მაკარიძემ მშვენიერი სეზონი ჩაატარა სეტუბალში, 14 მშრალი მატჩი დაუგროვდა (32-დან) და ყურადღება მიიპყრო. ლეგია კი პოლონეთის ჩემპიონი და საუკეთესო კლუბია. გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კი ვაკო გვილიაა. შესაძლოა, პოლონეთის ჩემპიონატი პორტუგალიის დონის არაა, მაგრამ ლეგია სეტუბალზე ძლიერია.
0