რა იცით შიზოფრენიაზე?

0
შიზოფრენია არის ფსიქიკური დაავადება , რომელიც ამახინჯებს ადამიანის ფიქრებს, ხედვებს, გრძნობებს.მოქმედებს ადამინის მიერ აღქმულ რეალობაზე და უბრალოდ ცვლის მას მთლიანად.
დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1-2 პროცენტს უფიქსირდება ეს დაავადება.
არსებობს შიზოფრენიის ხუთი გარდამავალი ტიპი. შიზოფრენიის პოზიტიური მდგომარეობა, რომელიც მოიაზრებს ბოდვებს, ჰალუცინაციებსა და კატატონიებს, გულისხმობს პიროვნების ერთ კონკრეტულ ფაზაში დიდხანს ყოფნას.
კოგნიტური სიმპტომები მოიცავს დამახსოვრების, ფოკუსირებისა და კონცენტრაციის პრობლემებს.
შიზოფრენიის ნეგატიური გამოვლინების შედეგი ნორმალური ქცევების გაქრობაა. გაუცხოვება მეგობრებთან და ოჯახთან.ენერგიის, მოტივაციისა და ემოციების ნაკლებლობა. უცნაურია, თუმცა შიზოფრენია ძირითადად ადრეულ ასაკში ვლინდება.
შიზოფრენიით დაავადებულების 10 პროცენტი სიცოცხლეს სუიცით ამთავრებს.ან მთელ ცხოვრებას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებაში ატარებს. ბევრი მათგანი მარტოობას ირჩევს და არ გამოირჩევიან აგრესიულობით.
მკურნალობას შეუძლია დაავადების სიმპტომების შემცირება.
#შიზოფრენია
#დაავადება
#საინტერესოფაქტები
#მსოფლიოსუცნაურობანი
#ახალიამბები
0