ატალანტას ლიდერი დეპრესიაშია

0
ატალანტას ლიდერი იოსიპ ილიჩიჩი არც ტრავმირებულია, არც დისკვალიფიკაცია აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან ალბათ ვერ ითამაშებს. მიზეზი ფსიქიკური პრობლემებია, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია: სლოვენიელი ფეხბურთელი დეპრესიაშია და ვარჯიშს წესიერად ვერ ახერხებს. ატალანტამ ილიჩიჩი სამშობლოში გაუშვა დასასვენებლად. ამ ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორ მატჩში 5 გოლი გაუტანა ვალენსიას (4:1, 4:3). ილიჩიჩმა ამ სეზონში ყველა ტურნიზრე ერთად აღებული 21 გოლი გაიტანა.
0