რამე კარგი ჰორორი

0

“რამე კარგი საშინელებათა ფილმი მირჩიეთ”

ანუ ახალ რუბრიკას ვამატებთ 🔮 #ჩვენგირჩევთ #კინომანიაგირჩევთ
მოკლედ, ასეთი ამბავია, გადავწყვიტეთ დაუკითხავად გირჩიოთ კარგი ღამისა და ძრწოლვის მომტანი ძლიერი საშინელებათა ფილმები. ეს პოსტი სუსტი გულის კინომანებისთვის ნაკლებადაა. #კაიჰორორი #საშინელებათაფილმი

რატომ უნდა ვენდოთ კინომანიას?

იმიტომ, რომ ჩვენთან მთელი რუდუნებით არჩევენ ფილმებს თქვენთვის 🌌 სპოილერების გარეშე წარგიდგენთ, დაგაინტერესებთ, დაგაინტრიგებთ და ბოლოს თქვენთან ერთად გავარჩევთ თქვენს აწ უკვე ახალ საყვარელ ფილმს 😌

რითი დავიწყოთ?

დასაწყისისთვის საშინელებათა ჟანრი ავირჩიე, შევეცდები შედარებით ხარისხიანი, საინტერესო და შინაარსიანი ჰორორები შემოგთავაზოთ.

ასტრალი - Insidious (2010)

ეს ის ჟანრია, სახლში რომ საეჭვო რამეები ხდება, მერე ექსტრასენსობაზე პრეტენზიაგამოცხადებულ ადამიანებს მოიყვანენ და არის ერთი გაოცება და აღშფოთება
განახვავება ისაა, რომ ეს ფილმი მეტად დახვეწილია თავისი შინაარსით და სხვა “უცნაური სახლის ამბებს” ნაკლებად ჰგავს. მოკლედ, ასტრალი ერთი ოჯახის შემზარავ ამბავს მოგვითხრობს, რომელთა სახლსაც ბნელი ძალები დაეპატრონენ. ვაჟის გადასარჩენად და მოჩვენებებისგან დასაცავად მამა ყველაფრისთვის მზადაა.
Imdb რეიტინგი - 6.8 პ.ს. ქართული გახმოვანებით არ ნახოთ, გარდა დაბალი ხარისხისა, ბავშვმა რომ მოულოდნელად კაცის ხმით დაიწყო ლაპარაკი, ჰორორიც იყო და ჰორორიც (ორიგინალში მსგავსი არაფერი ფისქსირდება) 😅

The thing (1982)

საშინელებათა ფილმია კლასიკა, სავარაუდოდ ამით უნდა დამეწყო სტატია, მაგრამ მოდი ქრონოლოგიას დავანებოთ დროებით,
ის ფილმი მათთვისაა, ვისაც ძველი ჰორორები უყვარს და თან “გამოხტომაზე” მეტად კარგ შინაარსს აფასებს. Imdb რეიტინგი - 8.1

Eden lake - ედენის ტბა (2008)

“ჯენი და სტივი რომანტიკული დღეების გასატარებლად ედენის ტბის სანაპიროსკენ მიდიან. მათ დაქორწინება აქვთ გადაწყვეტილი. ოცნებობენ, რომ დიდი ხანი ბედნიერად იცხოვრონ და ერთ დღეს გარდაიცვალონ. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რომ სიკვდილის დღე ასე ახლოსაა. აგრესიული მოზარდები ტყეში დაწრწიან თავგადასავლების ძებნაში, რომლებიც შემთხვევით გადააწყდებიან შეყვარებულების ადგილსამყოფელს.”
ეს ფილმი ძალიან ადრე რომელიღაც ქართულ არხზე ვნახე გვიან ღამით და გავწყდი ნერვიულობით 🙄 ჰორორთან ერთად, ბევრი სისხლიანი სცენა და შემზარავი ამბავია ასეთივე დასასრულით.
Imdb რეიტინგი - 6.8

The Shining - ნათება (1980)

ამის გარეშე საშინელებათა ჟანრი ძალიან დაჩაგრული იქნებოდა და ამითვე დავასრულებ, ცოტა დროში არეული სია კი გამოვიდა, მაგრამ აირჩევა ერთი ფილმი საშიში ღამისთვის
“ნათებას” წარდგენა არ სჭირდება, სტივენ კინგის, ჯეკ ნიკოლსონისა და კუბრიკის ერთობლივი შედევრი ყველა დროის საუკეთესო ჰორორია ყოველთვის
Imdb რეიტინგი - 8.4 ბევრი ადრენალინი და საშიში ღამე მისურვია. ადიოს და შემდეგ პოსტამდე! ბლოგის ავტორი - მარიამ თოფურია / მომო
#კინო
#ჰორორი
#კინოხელოვნება
#კინომატოგრაფია
#კინოინდუსტრია
#კინორეჟისორი
#კუბრიკი
#ფილმი
#საშინელებათა
#რჩევა
#რასვუყურო
0