პოლიტიკური სატირა - სწორედ ასე შეიძლება მოვნათლოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. სიტუაცია, რომელშიც მთავარი დრამა არა კარგის და ცუდის, არამედ ვინ უფრო “ცუდიას” გარჩევაში მდგომარეობს.
20 ივნისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ საზოგადოებაში საჭირო ცვლილებების ილუზია შეიქმნა. მეტი რეალურობისთვის კი შეიძლება ითქვას რომ დღევანდელი გადმოსახედიდან საზოგადოება აშკარად მგლისგან შეცდომაში შეყვანილი ცხვრის ფარის როლში არის დარჩენილი. მარტივად, მოგვატყუეს.
ასევე, შეუძლებელია არ აღინიშნოს ოპოზიციის სისუსტე, რომლის უსუსური გამოვლინებები, დაწყებული ჯებირების შეღებვით, დამთავრებული “ბიძინას ბოსტანი”-ის აფიშირებით, ყოველგვარ ლოგიკურ ბმას არის მოკლებული. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი არა მათი, არამედ მათ მიერ ასევე მწარედ მოტყუებული ახალგაზრდების ხელით კეთდება. რომელთა უმეტეს ნაწილს წარმოდგენაც კი არ აქვს რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ მსგავს ქმედებას 10 წლის უკან.
და თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, ხელისუფლება თუ ოპოზიციის წამყვანი ფლანგი?
#news
#politics
#opinion