ივლისის ბაშოს გამარჯვებული ცნობილია!

0
ივლისის ბაშო ძალიან დაძაბული გამოდგა და იმპერატორის თასის გამარჯვებული მხოლოდ ბოლო დღეს გამოვლინდა. მოიგო ექს-ოძეკი ტერუნოფუჯიმ, რომელიც ტრავმის შემდეგ მაკუუჩიში დაბრუნდა და ამ წარმატებას პირველივე ცდაზე მიაღწია. ტერუნოზავრის ისტორია ტოჩინოშინის ისტორიას ძალიან ჰგავს, ორივემ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, ორივე ფსკერზე აღმოჩნდა, შემდეგ გამოვიდნენ და იმპერატორის თასი მოიგეს. განსხავავება ისაა, რომ ტერუნოზავრს იუშო აქამდეც მოგებული ჰქონდა. ბოლო დღეს, მან მიტაკეუმი დაამარცხა, რომელიც ამ ორთაბრძოლას თუ მოიგებდა, საჩემპიონო ორთაბრძოლაში ჩაერთვებოდა, სადაც ის, ტერუნოფუჯი და შოდაისა და ასანოიამას შორის გამარჯვებული შეერკინებოდნენ. ტერუნოფუჯი სხვაგვარად ფიქრობდა და მიტაკეუმი აქვე დაამარცხა, რითაც ბალანსით სამივე რიკიშის გაასწრო - 13:2
0