0
ტრაგიკული ამბავი, რომლის ორივე მხარეს ბავშვები დგანან. რატომ უჩნდებათ ბავშვებს ერთმანეთის სასიკვდილოდ გაწირვის მოტივაცია?! გუშინდელი კადრები საკმაოდ მძიმედ საყურებელი იყო. ერთის მხრივ შვილმკვდარი მამა, მეორე მხარეს კი გაუბედურებული ოჯახი, რომელიც კბილებით ცდილობს დაიცვას საკუთარი შვილი. იგივე დროს რთულია გვერდზე გადადო სენტიმენტები, თუმცა კი, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა იგივე თემის ეპატაჟურობის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ იცის თუ რა მოხდა რეალურად.  ცნობისთვის, გუშინ ზაზა სარალიძემ (დაღუპული დათუნა სარალიძის მამამ) ერთ-ერთი მოწმის, მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვის დროს სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რასაც მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ოჯახის გაღიზიანება მოჰყვა. დაპირისპირება გაგრძელდა სასამართლო შენობის გარეთაც, რასაც მალევე მოჰყვა სასამართლო შენობის მანდატურების ჩარევა. აღნიშნულის შემდეგ დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტუაცია საბოლოოდ განიმუხტა.
#news
0