0
სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მხრივ საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში პოზიტიური ძვრებია. მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ სახელმწიფოს მხრიდან 2015 წელს განხორციელებული “ტექნოპარკის” კონცეფცია, რომელმაც უამრავ დამწყებ ინოვაციურ ბიზნეს საშუალება მისცა ფრთები შეასხან საკუთარ იდეებს. აქვე, ტექნოპარკის სამუშაო სივრცეში შესაძლებელია საოფისე ფართის მოთხოვნაც.  აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქვეყნის Startup Grind-ის გლობალურ ოჯახში გაწევრიანება. მისი შესანიშნავი ლოკალური დირექტორების, გიორგი ტუხაშვილის და კოლინ დონოჰიუს დიდი ძალისხმევით, 2019 წელს სწორედ საქართველო იყო  ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კონფერენციის მასპინძელი. აღნიშნული აქტივობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა იმის გათვალისწინებით, რომ აქ თქვენ კომუნიკაციას თავისუფლად დაამყარებიდით რამოდენიმე მეტრში მდგარ, ანდაც, გვერდში მჯდომ, ისეთი დიდი კომპანიების დამფუძნებლებთან, წამყვან მენეჯერებთან, როგორებიცაა: Whatsapp, Google, Glovo, Garage Venture და ა.შ. სამეწარმეო საზოგადოების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს სააქსელერაციო პროგრამებსაც. სწორედ მათი მეშვეობით ნელნელა ივსება ის ინფორმაციული ვაკუუმი, რაც ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში მოსდევდა სტარტაპ გაერთიანებებთან მიმართებაში.
#news
#opinion
#events
#business
0