ბისექსუალი ქალღმერთი - გენიალური ფრიდას ისტორია

0
"ჩემს ცხოვრებაში ორი საბედისწერო შემთხვევა მოხდა: ერთხელ, როცა ავტობუსისა და ტრამვაის შეჯახებისას მიწაზე დავენარცხე და ხეიბრად ვიქეცი, მეორედ, როცა დიეგო რივერას შევხვდი და ემოციურად გამოვცარიელდი", - ფრიდა კალო. მექსიკელი მხატვარი - ფრიდა კალო 1907 წელს, კოიოაკანში დაიბადა. 18 წლის იყო ფრიდა, როდესაც საშინელი ავარიის მსხვერპლი გახდა: ავტობუსი, რომელშიც გოგონა იჯდა, ტრამვაის დაეჯახა. ავარიის შედეგები ფრიდასათვის საშინელი იყო, ადამიანი თუ შეძლებდა რაღაც სასწაულით გადარჩენას, ეს ბედნიერი გამონაკლისი ფრიდა კალო აღმოჩნდა. პირველად სწორედ ამ პერიოდში მოთხოვა ფრიდამ მამას ფუნჯი და საღებავები. მისივე თხოვნით ლოგინზე მიამაგრეს სპეციალური ჩარჩო და ასე, ზურგზე დაწოლილმა დაიწყო ხატვის სწავლა. ბობოქარი გრძნობებით შეპყრობილი ქალიშვილი 22 წლის ასაკში ოცი წლით უფროს მექსიკელ მხატვარსა და ფერმწერ, დიეგო რივერაზე ქორწინდება. მათ შორის ჩნდება ვნებიანი და დაუცხრომელი ურთიერთობა, რომელიც უძლებს ღალატს, ფრიდას ლესბოსურ თავგადასავლებს, შემოქმედებით ზეწოლას, განქორწინებას, მეორედ ქორწინებას, ფრიდას სნეულებასა და უშვილობას. ფრიდას 143 ნამუშევრიდან 55 ავტოპორტრეტია. შეკითხვაზე, თუ რატომ ქმნიდა ამდენ ავტოპორტრეტს, ფრიდა პასუხობდა: "მე ჩემს თავს ვხატავ, რადგან ყოველთვის მარტო ვარ, საკუთარი თავი კი ჩემთვის ყველაზე ნაცნობი თემაა". მხატვარი, რომლის შემოქმედებაც შეიძლება დავასათაუროთ როგორც , , მგრძნობიარე რევოლუცია“, 1954 წელს გარდაიცვალა 47 წლის ასაკში. 1958 წელს ფრიდას საკუთარი სახლი სახელწოდებით , , ლაჟვარდისფერი სახლი“ ოფიციალურად ფრიდა კალოს სახლ-მუზეუმად იქცა. "მე მინდოდა დამეხრჩო ჩემი სევდა, მაგრამ ეს ნაძირალა ცურვას სწავლობდა და კვლავ და კვლავ ბრუნდებოდა ჩემთან", - წერდა ფრიდა თავის დღიურში.
#art
#artist
#world
#history
#painter
0