იმირის გადაჭრილ გორას წელს არ გადახურავენ
99 Views
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago

მარნეულში იმირის გადაჭრილი გორის გადახურვის სამუშაოები 2020 წელს არ დაიწყება.

2020 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მარნეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში იმირის „გადაჭრილი გორის“ გადახურვის სამუშაოებისათვის 750 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

დღეს, 30 ივლისს, ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის შედგენისას მერიაში ჯერ კიდევ არ იყო წარდგენილი „გადაჭრილი გორის“ ინფრასტრუქტურული მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

"ჩვენ ბიუჯეტში ამ სამუშაოებისათვის 750 000 ლარი გავითვალისწინეთ, პარალელურად, ჩვენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე ტენდერი გვქონდა გამოცხადებული. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება 3 მილიონზე მეტ თანხას შეადგენს. ჩვენ ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ამ წელს შევასრულოთ“ - განაცხადა ვუგარ მამედოვმა

მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაწყვიტა, რომ წელს იმირის „გადაჭრილი გორის“ შემოღობვის სამუშაოები განახორციელოს, რათა ობიექტზე უცხო პირები არ შევიდნენ და არქეოლოგიური ძეგლი არ დაზიანდეს.

მერიამ იმირის ,,გადაჭრილი გორას“ შემოღობვის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 2020 წლის 29 ივლისს გამოაცხადა. შემოღობვის სამუშაოების შესრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა 1 660 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ვუგარ მამედოვის განცხადებით, მერიაში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა საიდან შეიძლება გამოიყოს „გადაჭრილი გორის“ გადახურვის სამუშაოებისათვის 3 მილიონი ლარი. მისი განმარტებით, საქართველოს კულტურის სამინისტროც საქმის კურსშია.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ ,,გადაჭრილი გორა“ –ს არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ტენდერი 2019 წლის 4 ივნისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლო ერთმა კომპანიამ, შპს „ატელიე არქიტექტს“-მა მიიღო. კომპანიას მერიამ 119 770 ლარი გადაუხადა.

#შედრევანი #მარნეული #MarneuliDaily

წყარო : რადიო მარნეული

#ახალიამბები
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago
Write a comment