როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ჩვენს დედაქალაქზე?
მანამ სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდეთ, +0, 8°C - სწორედ ამდენით გაიზარდა დედამიწის ტემპერატურა 2019 წელს. ამ ერთი შეხედვით ნაკლებად ყურადსაღებ მატებას ატმოსფერულ პროცესებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
წელიწადის ყველა დროს თავისი ნიშან-თვისებები აქვს. ეს ყველაფერი საერთო კლიმატურ ჯაჭვს ქმნის, რომლის ცვლილებამაც კაცობრიობა დიდი პრობლემების წინაშე შეიძლება დააყენოს.
ცოტახნის წინ გავრცელდა 50იანი წლების თბილისის კადრები, რომლის ეპიცენტრშიც დათოვლილი ქალაქი და ამ მოვლენით გაბედნიერებული საზოგადოება არის აღბეჭდილი (ბმული იხილეთ დაბლა). სხვადასხვა ფსიქოლოგიური კვლევის თანახმად ამინდის ცვლილება ადამიანის ხასიათზე პოზიტიურად მოქმედებს. ეს ერთგვარი პინგ-პონგია სეზონებს შორის, რომლის დროსაც განსხვავებული ამინდი ადამიანს ემოციების ვარიაციის საშუალებას აძლევს.
ამ მხრივ ჩვენი დედაქალაქი ბოლო რამდენიმე წელია ერთფეროვნებით გამოირჩევა. მაშინ, როცა ჩვეულებისამებრ თოვლი (თუნდაც თოვლჭყაპი) უკვე იხილეს ბათუმმა, ქუთაისმა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებმა, თბილისში სიტუაცია მხოლოდ კახეთის გზატკეცილზე ჩამოვარდნილი ფიფქის ფანტელებით შემოიფარგლება. იმის გახსენებაზე თუ როგორ ენატრება ხალხს თოვლი, რამოდენიმე ათწლეულის წინანდელი რეპორტაჟი გაგვახსენდა. ის, თოვლჭყაპის გამო ბავშვი ნორმალურ გუნდას რომ ვერ აკეთებს. დასასრული ალბათ ყველამ კარგად ვიცით...
თუმცა, წინ ზამთრის მეორე ნახევარია. ვისურვოთ, რომ დარჩენილ დროში მაინც ვიხილოთ ზამთრის ნამდვილი სიმბოლო - თოვლი!
#opinion