0
სვანეთში უნდა მოხვდე. მისტიური მთების კვალდაკვალ ჩაწვდები შენი სამშობლოს დიდებულებას. პიკ-მაზერის და უშბის ცქერა დინამიკაში - შთაგაგონებს. კოშკები ცოცხალი არტეფაქტები, მატერიალური მემკვიდრეობა შეუფასებლად შეფასებული. მერე და მთავრებზე ჭორები, მითები და რეალობები... ბევრჯერ მოისმენთ დადეშქელიანის სტუმრობისთანავე გამოდარების ამბავსაც... მთა ტაძარია უკვდავების, სადაც ადამიანი თავისუფლების არსს ერკინება და დროსთან მიმართებით მეფობის სურვილს შეუპყრია...
0